суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-5 დღე


დღის რეჟიმი

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგზე-მოსწავლის ნიმუშის შექმნა
5. რეფლექსია

    ტრენინგის მე-5 დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ამის შემდეგ გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას. გავეცანით საავტორო უფლებებს,გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს. შევისწავლეთ, თუ როგორ ხდება ბლოგზე კომენტარების გაკეთება. გავიხსენეთ ბლოგზე ტექსტისა და სურათების ჩასმა, სურათების გადაადგილება, პროექტის სათაურის შეცვლა.
   ტრენერმა,ქ-ნმა ქეთევან ცერაძემ, გაგვაცნო დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი-გაჯეტი. შევისწავლეთ გაჯეტების დამატება და გაჯეტების წყობის შეცვლა. სამუშაო დღის მიწურულს, ქ-ნ ქეთევან ცერაძემ, ჩვენთან ერთად, შეაჯამა დღის მანძილზე მოწოდებული მასალა, დავწერეთ რეფლექსია. 








    


Комментариев нет:

Отправить комментарий