воскресенье, 16 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-8 დღე

 1. გამეორება
2. ფასილიტაციის რესურსების შექმნა
3. პორტფოლიოს გადახედვა
4. პროექტების პრეზენტაცია
5. რეფლექსია



суббота, 15 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე


1. გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა
4. რეფლექსია

 ეს დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით, შემდეგ ტრენერმა,ქალბატონმა ქეტევან ცერაძემ შეგვახსენა ფსიქოლოგ გარდნერის თეორია - მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. შევისწავლეთ საქაღალდე STUDENT SUPPORT-სტუდენტის (მოსწავლის) მხარდაჭერა,რომელშიც ინახება ძლიერი და სუსტი მოსწავლის დავალებები, გავიხსენეთ სასწავლო  პროექტის გეგმა.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-6 დღე


დღის რეჟიმი

1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა შეფასება,შეფასების რუბრიკები
4. რეფლექსია

    ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. შემდეგ ტრენერმა, ქალბატონმა ქეთევან ცერაძემ, გაგვაცნო Power Pointis მნიშვნელობა პედაგოგის პრაქტიკულ საქმიანობაში. გაგვახსენა, რომ პირველ ფურცელზე, ანუ თავფურცელზე ვაკეთებთ პრეზენტაციის დასახელებას, ასევე გაგვახსენა ახალი სლაიდის ჩამატება,სხვადასხვა სურათების ჩასმა, ფონის შეცვლა,სლაიდიდან სლაიდზე ანიმაციური გადასვლა,დიაგრამის ჩასმა. ამის შიხედვით ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდის მოსწავლის ნიმუშის საქაქაღალდეში. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო მოსწავლეთა შეფასება და შეფასების რუბრიკები: ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება,ზეპირი პრეზენტაციის უკუკავშირი,პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება, ბლოგის რუბრიკა,პრეზენტაციისა და ბუკლეტის რუბრიკა და ა.შ
   ტრენინგის შეჯამება მოვახდინე ბლოგზე.
   დღე იყო საკმაოდ საინტერესო და დატვირთული.
     

     

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-5 დღე


დღის რეჟიმი

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგზე-მოსწავლის ნიმუშის შექმნა
5. რეფლექსია

    ტრენინგის მე-5 დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. ამის შემდეგ გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირებასა და სწავლებას. გავეცანით საავტორო უფლებებს,გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს. შევისწავლეთ, თუ როგორ ხდება ბლოგზე კომენტარების გაკეთება. გავიხსენეთ ბლოგზე ტექსტისა და სურათების ჩასმა, სურათების გადაადგილება, პროექტის სათაურის შეცვლა.
   ტრენერმა,ქ-ნმა ქეთევან ცერაძემ, გაგვაცნო დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი-გაჯეტი. შევისწავლეთ გაჯეტების დამატება და გაჯეტების წყობის შეცვლა. სამუშაო დღის მიწურულს, ქ-ნ ქეთევან ცერაძემ, ჩვენთან ერთად, შეაჯამა დღის მანძილზე მოწოდებული მასალა, დავწერეთ რეფლექსია. 








    


воскресенье, 2 ноября 2014 г.

ტრენინგის მე-4 დღე

დღის რეჟიმი

1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
5. მუშაობა ბლოგში
6. რეფლექსია

   ტრენინგის მე-4 დღე დაიწყო წინა მასალების გამეორებით.გავიხსენეთ ,რომ გეგმის წერას ვიწყებთ სტანდარტით, ვსვამთ ინდიკატორს, განვსაზღვრავთ მიზანს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, მიმართულების მიმცემი კითხვები,თემატური კითხვები, შინაარსობრივი კითხვები,რომელიც სააზრვნო უნარებს ავითარებს. დავიწყეთ მუშაობა შეფასების გეგმაზე. გზამკვლევიდან მოვძებნეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების ფორმები,გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმის ცხრილს,გავეცანით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას

1. თავფურცელი - პროექტის სათაური,გვარი,სახელი,კლასი,საგანი
2. თემის შინაარსი
3. შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
4. პროექტის სასწავლო მიზნები
5. მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები
6. შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

   Power Point-ში ავაწყეთ პროექტი
ვისწავლე ბლოგის სათაურისა და ბლოგერის მისამართის შეცვლა საჭიროების შემთხვევაში, ასევე,ბლოგის წაშლა და აღდგენა, ბლოგში სურათის ჩასმა, ბლოგის დიზაინის შეცვლა,უკანა კედლის დიზაინის შეცვლა და ლინკის მიბმა სიტყვაზე.
    ტრენინგის ბოლოს,ტრენერთან ერთად შევაჯამეთ დღის მანძილზე მოწოდებული მასალა.

ტრენინგის მე-3 დღე

დღის რეჟიმი

1. გამეორება
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
  •   სტანდარტის დადგენა
  • მიზნის განსაზღვრა
  • მიმართულების მიმცემი კითხვები
3. მუშაობა ბლოგში
4. რეფლექსია

       Word-ის დოკუმენტში გავიხსენეთ სურათის ჩასმა,გადადგილება. შემდეგ გავეცანით გზამკვლევში განთავსებული სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს.პროექტის გეგმაში შევიტანეთ მონაცემები: სათაური,გვარი,სახელი,კლასი,საგანი,შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები (ეროვნული სასწავლო გეგმიდან),პროექტის სასწავლო მიზნები (21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან) და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
  ტრენინგის ბოლოს, ტრენერთან ერთად, შევაჯამეთ დღის მანძილზე მოწოდებული მასალა.


воскресенье, 26 октября 2014 г.

ტრენინგის მე-2 დღე

     დღის რეჟიმი


1. საშინაო დავალება - პროექტების მიმოხილვა
2. წინა დღის მასალის გამეორება
3. Word-ის ინსტრუმენტების გაცნობა-გამეორება
4. ბუკლეტების დამზადება
5. რეფლექსია

      მეორე დღე დაიწყო პროექტების მიმოხილვით,გავიმეორეთ წინა დღის მასალები.გავიხსენეთ  word-ის ინსტრუმენტები,თუ როგორ ხდება სურათის ჩასმა.  გავეცანით ბუკლეტის დამზადებას, სურათის ჩასმას ბუკლეტზე, სურათის გადაადგილებას.  ასევე გავეცანით,თუ როგორ ხდება საქაღალდის დაზიპვა,ანუ ერთ ფაილად გადაქცევა და დაარქივებული ფაილი გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.
      ტრენინგის ბოლოს ტრენერთან ერთად შევაჯამეთ დღის მანძილზე მოწოდებული მასალა.